fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

კალიმნოზე გარდაცვლილი ბიჭის გვამის ხელახალ შემოწმებაზე უარი განაცხადეს

21 წლის ნიკოს ხაძიპავლუს ოჯახი ბიჭის გვამის ხელახლა შემოწმებას ითხოვდა. მათ არ აკმაყოფილებთ პასუხი, რომელიც აუტოფსიის პირველ ეტაპზე გასცეს და მოთხოვნა დოდეკანესის სასამართლოში გააგზავნეს. სამწუხაროდ, პასუხი უარყოფითია.

როგორც ცნობილია, აუტოფსიის შედეგებით დადგინდა, რომ 21 წლის ბიჭის სიკვდილი უბედურმა შემთხვევამ, დაცემამ გამოიწვია. ეს კი მისი მშობლებისთვის დაუჯერებელია. ის გარდაცვალებამდე 36 საათის მანძილზე ეგდო იქ, სადაც იპოვეს, რადგან დაზიანებების გამო განძრევა არ შეეძლო. ეს ყველაფერი კი ძალიან ბუნდოვანია.

ხაძიპავლუს ოჯახის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მათ განუცხადეს, რომ ხელახალი აუტოფსია საჭირო არ იყო.

ნიკო კუნძულზე დედის სანახავად იყო ჩასული, რომელიც იქ მასწავლებლად მუშაობს.

6 დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ბიჭი კალიმნოზე ცნობილი კლდის ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს.

დედის განცხადებით, ის ველოსიპედით სასეირნოდ წავიდა, თუმცა, აღარ დაბრუნებულა.

onalem

ტესტ