fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ 20 ევროს გამო პოლიცია გამოიძახა და ოფიცერმა ოჯახს თანხა თავად გადაუხადა

აღნიშნული შემთხვევა დამადასტურებელია იმისა, რომ ნამდვილად არსებობენ ოფიცრები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას პირნათლად ასრულებენ და პარალელურად, იჩენენ ჰუმანიზმს იქ, სადაც ეს აუცილებელია. როგორც ირკვევა, ვოლოსში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ოჯახი მივიდა და 20 ევროს ღირებულების საწვავის ჩასხმის შედეგად ისურვეს, რომ თანხა გადაეხადათ ბარათით. სადგურის აპარატი არ მუშაობდა, რის გამოც, ქალმა უთხრა, რომ საბუთებს დატოვებდა, ბანკომატიდან თანხას გამოიტანდა და უკან დაბრუნდებოდა.

როგორც ირკვევა, მეპატრონემ მათ ამის უფლება არ მისცა და პოლიციით დაემუქრა, თუ თანხას დროულად არ გადაიხდიდნენ. მან მართლაც გამოიძახა პოლიცია, მაგრამ ადგილზე მისულმა ოფიცერმა მისი იმედები არ გაამართლა. პირველ რიგში უარი განაცხადა ოჯახის დაკავებაზე, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავდა, ვინაიდან არ არსებობდა ამის მიზეზი. ისინი თანხას იხდიდნენ, მაგრამ თავად სადგურის აპარატი არ მუშაობდა.

მეორეს მხრივ, როგორც ცნობილი გახდა, პოლიციის ოფიცერმა თავად გადაიხადა ბენზინის საფასური და ოჯახს თავის გზაზე წასვლის საშუალება მისცა.

 

onalem

ტესტ