fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ემიგრანტებო, თქვენც მიეცით ხმა – რა ფერის ტრამვაი ივლის ათენში?!

ათენის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ათენის მაცხოვრებლებმა თავად გააკეთონ არჩევანი, განურჩევლად ეროვნებისა. თითოეულ ადამიანს შეუძლია, ასე ვთქვათ, ხმა მისცეს, თუ რა ფერის ტრამვაის ისურვებდა საბერძნეთის დედაქალაქში. რა იგულისხმება?!

სპეციალურ ვებ-გვერდზე https://www.ametro.gr/ ამოქმედდება ონლაინ გამოკითხვა, სადაც თითოეულ მსურველს საშუალება ექნება გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს აჩევანი. 2019 წლის 1 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით გამოჩნდება სამი ვარიანტი, თუ რა ფერის უნდა იყოს ქალაქში მოძრავი ტრამვაი მომავალში:

Theme City – რომელიც ნაცრისფერს გულისხმობს
Theme Heritage – რომელიც ნარინჯისფერს გულისხმობს
Theme Cyclades – რომელიც გულისხმობს ლურჯ ფერს.

სასურველ ვარიანტზე დაჭერით, თქვენი ხმა დაფიქსირდება.

თქვენ რომელი მოგწონთ?!

onalem

ტესტ