fbpx
საბერძნეთი

ალბანელი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს, ამბობს, რომ ეს ყველაფერი “შემთხვევით” მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, ალბანელი მამაკაცი, რომელიც გაუპატიურების მცდელობისა და გაუპატიურების ბრალდებით ალბანეთში დააკავეს და საბერძნეთს გადმოსცეს, უკვე ციხეში გადაიყვანეს.

თავდაპირველად ის ოფიცრებთან არანაირ განცხადებას არ აკეთებდა და დუმილის უფლებას იყენებდა, თუმცა, პირველადი ინფორმაცით, ის ამბობს, რომ ძალადობის ორივე ფაქტი “შემთხვევითობა” იყო, რადგან იმ დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გამოძიება თავდასხმის კიდევ ორ შემთხევას იძიებს, ვინაიდან 45 წლამდე ასაკის ორი ქალისგან შესულია საჩივარი ძალადობის მცდელობასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, თავდამსხმელი სწორედ კონკრეტული მამაკაცია.

პოლიცია აპირებს, რომ გაასაჯაროვოს ალბანელის პირადი ინფორმაცია, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ისეთი დეტალები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, რომ დაადგინონ სხვა შესაძლო მსხვერპლთა შესახებაც. გამორიცხული არ არის, რომ მათი რიცხვი საკმაოდ დიდი იყოს.

onalem

ტესტ