fbpx
საბერძნეთი

თავისუფლება მაისიდან და სექტემბრიდან ისევ შეზღუდვები?! – რა იგეგმება საბერძნეთში?

მას შემდეგ, რაც საუბარი დაიწყო აკრძალვების მოხსნასა და ვაქცინაციის სერთიფიკატების გაუქმებაზეც კი, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი განმარტავს, რომ აკრძალვებიდან გამოსვლა არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი წარსულს საბოლოოდ ჩაბარდა.

პლევრის განმარტებით, შესაძლოა მაისიდან მოსახლეობა გათავისუფლდეს კოვიდთან დაკავშირებული ზომებისგან და ზაფხული ასე გავატაროთ, თუმცა, სექტემბრიდან ექსპერტთა საბჭო თავიდან გადააფასებს ეპიდმდგომარეობას, რისკებს და აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატებიც და აკრძალვებიც ისევ შევიდეს ძალაში.

ამ დროისთვის ფიქსირდება ერთგვარი “აფეთქება”, თუმცა, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც განმეორებით დაავადდნენ კოვიდით. თეოდოროს ვასილაკოპულო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ვინაიდან ომიკრონი შედარებით მსუბუქად იწვევს დაავადებას, მისი გადატანის შემდეგ, ადამიანის ორგანიზმს არ აქვს გრძელვადიანი დაცვა მეორედ დაავადებისგან, შესაბამისად, რისკები, რომ ისევ დაინფიცირდნენ, გაცილებით მაღალია.

თანოს პლევრის განცხადებით, ვაქცინაციის სერთიფიკატების გაუქმება არ ნიშნავს, რომ სექტემბრიდან ისინი აღარ დაგვჭირდება და დასძენს, რომ ადამიანები აღნიშნული საბუთის ასაღებად არ უნდა იცრებოდნენ, არამედ რეალური დაცვისთვის.

onalem

ტესტ