fbpx
საბერძნეთი

ერთი პურის ღირებულება შესაძლოა 1,90 ევრო გახდეს? – საბერძნეთში ფასები კრიტიკულად იმატებს

საბერძნეთში პურის გაძვირება უკვე რამდენიმე დღეა დაფიქსირდა და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს ფასების დარეგულირებისთვის ძირითად პროდუქტებსა და ნედლეულზე, მომხმარებელს ორი პურის შესაძენად შესაძლოა მალე 3 ევროც არ ეყოს.

როგორც მედია იუწყება, თესალონიკის რამდენიმე საცხობში ერთი პურის ღირებულება 1 ევროდან 1,40 ევრომდე აღწევს, ხოლო კონკრეტული ფქვილით დამზადებული ზოგიერთი სახეობის პურის საფასური 4 ევრომდეა.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო პერიოდში ფასებმა კიდევ აიწიოს, 10%-30%-ით, რაც ნიშნავს, რომ ღირებულება 1-1.40 ევროდან 1,30-1,82 ევრომდე ავა და საბოლოოდ დამრგვალდება 1,90 ევრომდე. ანუ ერთი პურის ფასი მალე შესაძლოა 1,90 ევრო გახდეს.

საცხობების მეპატრონეთა განცხადებით, ნედლეულის ფასი იმდენად მაღალია, რომ მათთვის შეუძლებელია პროდუქტებზე იგივე ფასები დატოვონ.

onalem

ტესტ