fbpx
საზოგადოება

ჯორჯინას გარდაცვალებამდე 2 თვით ადრე მანო დასკალაკი X Factor-ის სინჯებზე იმყოფებოდა

პატრაში 3 გოგონას გარდაცვალების საქმის გარშემო დრო და დრო უცნაური ფაქტები მჟღავნდება. როგორც ბერძნული მედია იუწყება, ბავშვების მამა, მანო დასკალაკი, 4 ნოემბერს მუსიკალური შოუს, X Factor-ის სინჯებზე იმყოფებოდა, ორი თვით ადრე, ვიდრე 9 წლის ჯორჯინა დაიღუპებოდა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ კონკურსის სხვა მონაწილე ჰყვება, რომელიც ამბობს, რომ სრულიად დარწმუნებულია, რომ ნამდვილად დასკალაკი იყო, ვინაიდან ისიც თქვა, რომ პატრადან ჩავიდა კონკურსისთვის.

“დარწმუნებული ვარ, რომ ის იყო. კარგად მახსოვს, ისიც შემიძლია ვთქვა, რას ატარებდა, რადგან გამიკვირდა. დიდი ხის ჯვარი ჰქონდა, შავი მაისური ეცვა. ამბობდა, რომ სიმღერებს წერდა, პატრადან იყო და სატვირთოს მძღოლად მუშაობდა. მომღიმარი იყო და სხვებზე გაცილებით ნაკლებად ღელავდა,” აცხადებს კონკურსანტი.

X Factor-ი სწორედ ახლა გადის ტელეკომპანია Mega-ს ეთერში.

onalem

ტესტ