fbpx
საბერძნეთი

ბინადრობის ნებართვასთან ერთად, უფასო სამედიცინო დახმარება ყველა უკრაინელ ლტოლვილს საბერძნეთისგან

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თითოეული უკრაინელი ადამიანი, რომელმაც საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა, რუსული აგრესიის გამო, მიეკუთვნება დაუცველ ჯგუფს, რაც ნიშნავს, რომ უფასოდ ეკუთვნის სამედიცინო დახმარება სახელმწიფოსგან.

ამრიგად, თითოეული ლტოვილი უკრაინელი, რომელმაც საბერძნეთის საზღვარი გადმოკვეთა ომის დაწყების შემდეგ, ისარგებლებს უფასო დამედიცინო დახმარებით, რაც გულისხმობს როგორც წამლების მიწოდებას, ასევე ჰოსპიტალიაზაციას. ბერძნული ჯანდაცვის სისტემა უკვე მოემსახურა იმ დევნილებს, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ: დიაბეტი, სიმსივნე, გულსისხლძარღვთა პრობლემები და ა.შ. ბერძენი ექიმები დიდი ყურადღებით მიუდგენენ ბავშვევსაც, რომელთაც მათი დახმარება ესაჭიროებათ.

ამას გარდა, მიგრაციის სამინისტრო უკრაინელ ლტოლვილებს 1 წლის მანძილზე ბინადრობისა და მუშაობის უფლებით უზრუნველყოფს, რათა მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში და შრომის ბაზარზე.

 

onalem

ტესტ