fbpx
საბერძნეთი

უქმდება, მაგრამ ისევ დაბრუნდება? რა ბედი ეწევა 100 ევროიან ჯარიმებს აუცრელებისთვის?!

როგორც უკვე ცნობილია, ჯერჯერობით ძალაშია კანონი, რომლის მიხედვითაც საბერძნეთში 60 წელს გადაცილებულ პირებს ეკისრებათ ჯარიმები, ვაქცინაციაზე უარის თქმის მიზეზით. ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული ჯარიმების გამოწერა სულ მალე შეწყდება.

საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 60 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც ამ დრომდე არ აცრილან, 15 აპრილიდან ჯარიმები აღარ დაეკისრებათ, მაგრამ სხვა დანარჩენი ზომების მსგავსად, აღნიშნულიც არ ბარდება ბოლომდე წარსულს.

სამთავრობო წყაროების მიხედვით, ჯარიმები აღარ გამოიწერება 15 აპრილიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, სექტემბერში კი, დიდია ალბათობა იმისა, რომ კვლავ გაგრძელდეს 60 წელს გადაცილებულთათვის მათი დაკისრება.

პროფესორთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულმა ზომამ თავისი როლი უკვე შეასრულა, ამიტომ ამ ეტაპზე საჭიროებას აღარ წარმოადგენს მისი ძალაში ყოფნა. მიუხედავად ამისა, ვინაიდან საბჭო არ არის დარწმუნებული, თუ როგორ შეიცვლება ეპიდმდგომარეობა შემოდგომიდან, ღიად ტოვებს ყველა იმ აკრძალვის კვლავ ამოქმედების საკითხს, რაც აქამდე არსებობდა.

onalem

ტესტ