fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! როდემდე გაგრძელდება საბერძნეთში კარანტინი – კონკრეტული ვადები

რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ხარდალიასმა დაასახელა, თუ კონკრეტულად რომელ რიცხვამდე გასტანს საბერძნეთში კარანტინის პირობები და შესაბამისად, გადაადგილების აკრძალვა.

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საბერძნეთში მოსახლეობა კარანტინში 27 აპრილამდე იქნება და ამ დრომდე არანაირი ზომა არ მოიხსნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ არ იქნება არანაირი გამონაკლისები ჯარიმებთან დაკავშირებით, რომლებიც უმიზეზო გადაადგილების გამო იწერება. ასევე, შეუძლებელი იქნება ოფიციალური მისამართის შეცვლა მონაცემებში, რათა მოსახლეობამ ამ მიზეზით სოფლებში წასვლა შეძლოს.

ხარდალიასის თქმით, თუკი ახლა მოვდუნდებით, ვირუსი გაგვანადგურებს, სწორედ ამიტომ მის წინააღმდეგ გაერთიანებული ხალხი მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 60 შემთხვევა ფიქსირდება.

onalem

ტესტ