fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მძიმე მდგომარეობა ათენის ცენტრში – ნახეთ, რა მონაცემები ფიქსირდება

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრში, პირეასა და თესალონიკში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები აღნიშნულ ტერიტორიებზე საკმაოდ დიდია.

ΕΟΔΥ-ს მონაცემების მიხედვით, მხოლოდ თესალონიკში დაფიქსირდა 391 ახალი შემთხვვეა, ათენის ცენტრში 389, ხოლო პირეაზე 212 ახალი ინფიცირებული.

პარალელურად, საავადმყოფოებში ზეწოლა კვლავ დიდია. ატიკის რეგიონმა, ზოგადად, აჩვენა რეცესია, განსხვავებით თესალონიკისგან, სადაც ექსპერტებს უკვე ნავარაუდევი აქვთ, რეანიმაციული პაციენტების მატება უახლოეს მომავალში.

მოსალოდნელია, რომ 12 აპრილს გაიხსნას უმაღლესი სკოლები, ვინაიდან მოსწავლეთათვის უკვე ხელმისაწვდომი და სავალდებულოა, რომ ჩაიტარონ სწრაფი ტესტები ყოველ კვირას. პროფესორთა თქმით, ეს იქნება ერთგვარი რეპეტიცია, იმისა დასანახად, თუ როგორ იმუშავებს ეს იარაღი სამომავლოდ.

onalem

ტესტ