fbpx
საბერძნეთი

“ლოგიკურია, რომ აცრილები ინფიცირდებიან, ისიც, რომ ეპიდმდგომარეობა მძიმდება” – ვანა პაპაევანგელუ

პროფესორმა, ვანა პაპაევანგელუმ განაცხადა, რომ საბერძნეთში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა სრულიად ლოგიკურია, დელტა მუტაციის ფონზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას.

“აუცილებელია, რომ დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ მათაც, ვინც ვაქცინირებულია. სრულიად ლოგიკურია, რომ ისინიც ინფიცირდებიან, თუმცა, მათი კორონავირუსით დაავადების შანსი მინიმუმ 20%-დან 80%-მდე ნაკლებია. ამჟამად 5 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ორივე დოზა გაკეთებული და მათი მხოლოდ 0.17% დაინფიცირდა.

ვაქცინა არ არის გარანტორი, რომ არ დაავადდებით, ვაქცინა არის ხსნა სიკვდილისგან, რომელსაც ვირუსი იწვევს. ბუნებრივია, რომ რაც უფრო მეტი ვაქცინირებული ადამიანი იქნება, მით მეტია შანსი, რომ მათგან ვინმეს კორონავირუსი შეხვდეს.

ვიცრებით იმისთვის, რომ არ მოვხვდეთ რეანიმაციაში, შევამციროთ ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და გადავარჩინოთ სიცოცხლეები, ეს ნამდვილად უდავოა,” აცხადებს პაპაევანგელუ.

 

onalem

ტესტ