fbpx
საბერძნეთი

“ამ გვალვას საბერძნეთში შესაძლოა კატასტროფული კლიმატური ფენომენი მოჰყვეს” – კლეარხოს მარუსაკის

მეტეოროლოგი კლეარხოს მარუსაკი აცხადებს, რომ ძლიერი სიცხე, რომელიც ახლა ფიქსირდება, შესაძლოა კატასტროფული კლიმატური ფენომენის წინაპირობა იყოს. მას მაგალითად მოჰყავს დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დაფიქსირებული უხვი ნალექი, რომელიც სწორედ მაღალ ტემპერატურას მოჰყვა, აქედან გამომდინარე, თვლის, რომ არ არის გამორიცხული, საბერძნეთშიც იგივე განმეორდეს.

“ტემპერატურის ცვალებადობის ფონზე ზღვები ფუნქციონირებენ, როგორც სითბოს უზარმაზარი მარაგი, როგორც ავზი. ეს შეიძლება ამ მომენტისთვის არ გვაწუხებდეს, მაგრამ ძალიან მალე მოსალოდნელია, რომ დიდ სირთულეებთან მოგვიწიოს დაპირისპირება. ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. 

შარშან ხმელთაშუაზღვისპირული ციკლონი დაგვატყდა თავს, მსგავსი ფენომენი კი წელსაც არ არის გამორიცხული. ვგულისხმობ, რომ უნდა ვიყოთ მზად უკიდურესი, კატასტროფული ფენომებენისთვისაც კი, რადგან ფიქსირდება მკვეთრი კლიმატური დარღვევები,” აცხადებს მეტეოროლოგი.

მარუსაკის თქმით, მოსახლეობამ სიფრთხილე და მოთმინება უნდა გამოიჩინოს, ეს ფენომენები კი, გამოწვეული არ არის მხოლოდ ადამიანური საქმიანობით.

onalem

ტესტ