fbpx
საბერძნეთი

ერთი ნაბიჯი კარანტინამდე – საბერძნეთში პანდემიის შეზღუდვის საშუალებები ამოიწურა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კუნძულები მიკონო და იო ურთულეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში არიან. მათ ერთი ნაბიჯი აშორებთ იქამდე, ვიდრე კვლავ შეზღუდვები გამოცხადდება.

იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობა უკიდურესად არის მოდუნებული და მთავრობის გაფრთხილებებს ყურადღებას არ აქცევს, ექსპერტთა საბჭოს, ფაქტობრივად, აღარ დარჩა შეზღუდვის საშუალებები, რომლებსაც გამოიყენებს, რომ პანდემია შეაჩეროს.

ამ ეტაპისთვის იოსზე პოლიციის ოფიცერთა გარკვეული რაოდენობა ჩავიდა, რადგან ადგილობრივი ბიზნესის მფლობელები კანონებს არ იცავენ და საჭიროა კონტროლის გაძლიერება.

ბოლო 10 დღის მანძილზე ეპიდმდგომარეობა დამძიმებულია შემდეგ ტერიტორიებზე:

ზაკინთოს

ტინოს

ლეფკადა

სანტორინი

პაროს

როდოს.

ექსპერტებს აშფოთებთ ფაქტი, რომ ვირუსი ვრცელდება 10-დან 19 წლამდე ახალგაზრდებში, მათი უმეტესი ნაწილი აუცრელია, აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ.

onalem

ტესტ