fbpx
საბერძნეთი

კვლავ 17 გრადუსი ატიკის რეგიონში მომდევნო კვირაში – საბერძნეთში ზამთარი ჯერ კიდევ არ ჩანს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ზამთარი კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე არ გამოჩნდება. როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, მომდევნო კვირაში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 17 გრადუსს მიაღწევს და უმეტესად მზიანი ამინდები შენარჩუნდება.

როგორც ირკვევა, შაბათ-კვირას ამინდი შედარებით არასტაბილური იქნება, მოსალოდნელია მცირე ნალექი და ეგეოსის ზღვაზე ქარის ძალა 6 ბალს მიაღწევს. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.

ათენში ხვალ ჰაერი 12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ზეგ 13 გრადუსამდე, ნალექი მოსალოდნელი არ არის, მომდევნო სამშაბათიდან ტემპერატურა 17 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება თესალონიკს, შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება, ხვალ 9 გრადუსი, ხოლო ზეგ 10 გრადუსი.

onalem

ტესტ