fbpx
საბერძნეთი

სავალდებულო ვაქცინაცია და 700 აუცრელი თანამშრომელი – საავადმყოფო პერსონალის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანიის მთავარი საჯარო საავადმყოფო უახლოეს მომავალში შესაძლოა ნახევარი პერსონალით დარჩეს.

ირკვევა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის გამო ექიმები და ექთნები სამსახურების დაკარგვის საფრთხის ქვეშ დგანან, რადგან მინიმუმ 760 თანამშრომელი ამ დრომდე აუცრელია და სავარაუდოდ, მათ არც აქვთ ვაქცინაციის სურვილი. ეს არის მთელი პერსონალის თითქმის ნახევარი.

1 სექტემბრიდან მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, რაც ნიშნავს, რომ თუ არ გაიკეთებენ, სამსახურს უვადოდ დატოვებენ და საბოლოოდ, ისინი შესაძლოა სხვებმაც კი ჩაანაცვლონ, რადგან ექნებათ უხელფასო შვებულება და მათ ადგილებზე სხვების მიღება ხელმძღვანელობას კანონიერად შეეძლება.

ამ დროისთვის ვაქცინაციის ვალდებულება მოქმედებს მოხუცთა მოსავლელი ცენტრების თანამშრომლებისთვის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

 

onalem

ტესტ