fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: წყვილს ნავი ამოუბრუნდა, გადაარჩინეს და ახლა ათასობით ევროს გადახდა მოუწევს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კრეტაზე, კერძოდ კი, ირაკლიოში მოხდა. საუბარია წყვილზე, რომელიც აკრძალვების მიუხედავად, ზღვაში ნავით მაინც გავიდა.

აკრძალვა უკავშირდებოდა ამინდს, რომელიც ზედმეტად გაუარესებული იყო იმისთვის, რომ ზღვაში გასულიყვნენ, აქედან გამომდინარე მათი ქმედება კანონდარღვევად ჩაითვალა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას.

მაშინ, როცა ისინი შუა ზღვაში იმყოფებოდნენ, ნავი ამობრუნდა და მათი გადარჩენის ოპერაციის შესრულება გახდა საჭირო. მობილიზდა სპეციალური საპატრულო ხომალდი, რომლის ქირაობის ღირებულებაც 1,894 ევროა, 1 საათით.

როგორც ირკვევა, წყვილს ახლა საკუთარი გადარჩენის ოპერაციის ხარჯების დაფარვა მოუწევს, ხოლო ის, თუ რამდენი იქნება თანხა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რადგან ამ ყველაფერში ასევე მონაწილეობდა Super Puma-ს ვერტმფრენი.

ჯარიმა გამოიწერება 45 წლის მამაკაცის სახელზე, რომელიც ნავს მართავდა.

onalem

ტესტ