fbpx
კრიმინალი

პატიმრობა კატის მკვლელობისთვის – საბერძნეთში ამ ბრალდებით პირველი პირი დააკავეს

საბერძნეთში პირველი ადამიანი დააკავეს ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მკვლელობისთვის.

საუბარია 23 წლის მამაკაცზე, რომელიც პატრაში გასულ ორშაბათს დააკავეს და მან აღიარა, რომ კატის კნუტი სასტიკად მოკლა.

მისი დაპატიმრება მას შემდეგ მოხერხდა, რაც ადგილობრივებმა საბრალო კნუტი წამებით მოკლული იპოვეს. ასევე, ნახეს დანა, რომლითაც მან დანაშაული ჩაიდინა.

ახალგაზრდა წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ