fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთის 40%-ს გაუდაბნოება ემუქრება” – პროფესორი ზეფერო კლიმატის ექსტრემალურ ცვლილებაზე

ფიზიკის პროფესორმა, ხრისტოს ზეფერომ ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე კიდევ ერთხელ გააკეთა ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ საბერძნეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუდაბნოების რისკის ქვეშ დგას.

“ეს საკითხი ახალი არ არის. უკვე დაახლოებით 10 წელია, რაც ეს ყველაფერი გვაწუხებს, მაგრამ ვინაიდან მოვლენები ახლა კიდევ უფრო მძაფრად ვითარდება, უნდა აღვნიშნოთ, რომ რისკებიც იმატებს.

შეშფოთებული ვართ კლიმატის ცვლილებებით, რასაც საკმაოდ რადიკალური სახე აქვს მიცემული ბოლო პერიოდში. მაღალი ტემპერატურა და გვალვა, რომელიც გვატყდება თავს, საფრთხეს უქმნის ქვეყანას. 

უკვე დიდი ხანია, რაც საბერძნეთის ტერიტორიის 40%-ს გაუდაბნოების საფრთხე ემუქრება. ასევე, არსებობს ხანძრის გაჩენის ძალიან მაღალი რისკები.

მიმდინარე დღეებში, დღეს და ხვალ განსაკუთრებით, მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან ტყის ტერიტორიებზე ხანძრის გაჩენის რისკები უკიდურესად მაღალია,” აცხადებს პროფესორი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში სამშაბათამდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

onalem

ტესტ