fbpx
საბერძნეთი

რამ დაამძიმა სიტუაცია საბერძნეთში?! – გიგას მაიორკინის საგანგებო მიმართვა

დღეს საღამოს, საგანგებო განგებო გამოსვლის ფარგლებში, გიგას მაიორკინისმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე, ვირუსის გავრცელების მხრივ, მომდინარეობს შვებულებიდან დაბრუნებული ხალხისგან.

“როდესაც ვბრუნდებით შვებულებიდან, ჩვენი თავი უნდა მოვიაზროთ, როგორც ვირუსის მატარებლები, თუმცა, უსიმპტომო. ამიტომ უნდა მივიღოთ შესაბამისი საჭირო ზომები. ვთხოვ ახალგაზრდებს, რომ საკუთარი კონტაქტები შეამცირონ, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ. მცირე ასაკში ვირუსის სიმპტომები ან ძალიან მსუბუქია ან საერთოდ არ ვლინდება. 

მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ვატაროთ ნიღბები, თუკი დავბრუნდით კუნძულებიდან ან თუნდაც საზღვარგარეთიდან და იძულებულები ვართ შევიდეთ კონტაქტში სხვებთან. ამ დროს პირბადის ტარება გადამწყვეტია.

კონტაქტების შემცირება უნდა მოხდეს 7-10 დღის მანძილზე და ახალგაზრდებმა მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ რაც შეიძლება ცოტა ადამიანთან იურთიერთონ,” ამბობს მაიორკინისი.

პროფესორის თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ამ პროცესის დაჩქარება არ შეიძლება. მეცნიერები დარწმუნებულები უნდა იყვნენ წამლის ეფექტურობაში და იმაში, რომ ის არ გამოიწვევს მძიმე გვერდით ეფექტებს.

ამ ეტაპისთვის ითვლება, რომ ვირუსის ძირითადი მატარებლები არიან ახალგაზრდები, 20-დან 30 წლამდე.

 

 

onalem

ტესტ