fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მინიმუმ 25 ადამიანი ვაქცინაციის ერთი და იგივე სერთიფიკატით წვეულებაზე

ΕΡΤ -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წვეულება კუნძულ კრეტაზე, კერძოდ, მესარას ერთ-ერთ სოფელში, სულ რაღაც ერთი დღის წინ გაიმართა.

ეს იყო დახურული სივრცე, სადაც მხოლოდ ვაქცინაციის სერთიფიკატით იყო შესაძლებელი შესვლა. ცხადია,  დოკუმენტი მოქმედებს მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

ირკვევა, რომ აღნიშნულ წვეულებაზე მინიმუმ 25 ადამიანი მივიდა, მხოლოდ ვაქცინაციის ერთი და იგივე სერთიფიკატი წარადგინეს. როდესაც რეალური მფლობელი შიგნით შევიდა, შემდეგ იგივე დოკუმენტს სხვებს აწოდებდა და ამგვარად შესასვლელში მხოლოდ ერთ ფურცელს აჩვენებდნენ.

ცხადია, პასუხისგებაში მიეცემიან დაწესებულების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც არ შეიმჩნიეს, რომ დოკუმენტზე სულ ერთი და იგივე ადამიანის ვინაობა ჩნდებოდა.

onalem

ტესტ