fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ვისთვის ითხოვენ ვაქცინაციის ვალდებულების დაწესებას ექსპერტები?!

კრეტას უნივერსიტეტის პროფესორი, პნევმოლოგი ნიკოს ძანაკი ითხოვს, რომ ვაქცინაციის ვალდებულება სამედიცინო სფეროს გასცდეს.

“მთავრობის ყველა ახალი მაღალჩინოსანი უნდა იყოს აცრილი. ასევე, ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ მასწავლებლები, პოლიციელები და მღვდლები. განა შესაძლებელია, რომ ჩვენი ჯარი იდგეს ამხელა რისკების ქვეშ, რაც დღეს გვაქვს?! მასწავლებლები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სახელმწიფოში. ასევე, შეუძლებელია, რომ სასულიერო პირები, რომლებიც გალობენ, ქადაგებენ და საზოგადოებას ესაუბრებიან, იყვნენ აუცრელები. 

ვაქცინაციის ვალდებულება არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტრუმენტი. სკოლების 13 სექტემბერს გახსნა თვის ბოლოსთვის გვაჩვენებს თავის შედეგებს. სექტემბრის ბოლოსთვის ვიხილავთ დეესკალაციას, ყოველდღე ინფიცირების 2.000 შემთხვევას, რაც 40%-იანი ვარდნაა აგვისტოსთან შედარებით, როდესაც პიკი ფიქსირდებოდა.”

ამრიგად, პროფესორი თვლის, რომ აუცილებელია ვაქცინაციის ვალდებულება გავრცელდეს საბერძნეთის ჯარზე, სასულიერო პირებსა და მასწავლებლებზე.

ამ დროისთვის აღნიშნული ძალაშია მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის და მათთვის, ვინც მუშაობს მოხუცთა მოსავლელ სტრუქტურებში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

onalem

ტესტ