fbpx
საბერძნეთი

გველების შეჭრა ლარისაში: შეთქმულების თეორია…

ლარისას ქუჩებში გველების მასობრივმა გამოჩენამ მოსახლეობაში დიდი შეშფოთება გამოიწვია.

ქვეწარმავლების ფენომენმა ხალხში ცხარე დებატები წარმოქმნა და ამ ყველაფერში მედიაც ჩაერთო. ბევრი სხვადასხვა ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთის თანახმად, ეს არის ”შეთქმულების თეორია და გველები ქალაქში განზრახ შევიდნენ.”

onlarissa.gr-თან საუბრისას ქალაქის მერის მოადგილემ, გიორგოს ზაუცოსმა განაცხადა: ” მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ამ რაოდენობის გველების ქალაქში შემოჭრა ამინდის ბრალი უნდა იყოს.”

ქალაქში დაიქირავეს სპეციალური პესონალი, რომლებიც წვიმების გამო გაზრდილ ბალახებს წმენდენ და ამოწმებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ბევრი ძველი, მიტოვებული სახლი და შენობა, რომელშიც ბევრი თაგვი ცხოვრობს. ეს კი გველებისთვის შესაძლოა იდეალური საკვები იყოს.

არსებობს სხვა თეორიებიც. ერთ-ერთის თანახმად, გველების გამოჩენის მიზეზი სეისმური აქტოვობაა. თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება სეისმოლოგი და პროფესორი კოსტას პაპაზახოსი. არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც აღწერს ადამიანების, ცხოველების და მიწისძვრების ურთიერთმიმართებას. თუმცა, გველების მომრავლებისა და მიწისძვრის კავშირის შესახებ დებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.

ასეთი ინფორმაცია მსოფლიოში მეცნიერულად არ დადასტურებულა.

მესამე თეორიის მიხედვით კი, გველები შეგნებულად ტოვებენ ქალაქის კონკეტულ ადგილებს. თუმცა, გაუგებარია, რა მიზეზით.

ცოტა ხნის წინ გველი თესალონიკის ცენტრშიც გამოჩნდა და მოკლეს. ისმის კითხვა, აუცილებელია თუ არა მათი მოკვლა, თუ შევნიშნავთ?

onalem

ტესტ