fbpx
საბერძნეთი

“ექიმის უფასო მომსახურება, უფასო ანალიზები და მოვლა სახლის პირობებში” – საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი, ახალი სისტემის შესახებ საუბრობს, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება. თითოეულ მოქალაქეს შეეძლება აირჩიოს ოჯახის ექიმი, რომლისგანაც მიიღებს სწრაფ და ადეკვატურ მომსახურებას. პაციენტები ფინანსურად არანაირ მონაწილეობას არ მიიღებენ ხარჯების დაფარვაში.

პლევრი განმარტავს, რომ ოჯახის ექიმის მომსახურება უფასო იქნება: ვიზიტი, ანალიზები და სახლის პირობებში მოვლაც კი, ფაქტობრივად, პაციენტი სახლში იქნება და ექიმი უზრუნველყოფს მის მოვლას ისე, როგორც საავადმყოფოში, ცხადია, არ იგულისხმება უკიდურესად მძიმე შემთხვევები.

მინისტრის თქმით, დაფინანსდებიან დიაგნოსტიკური ცენტრებიც, რათა მოქალაქეებმა ანალიზები უფასოდ ჩააბარონ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რომელ ექიმებს შეეძლებათ მიიღონ ახალ პროგრამაში მონაწილეობა, პლევრი განმარტავს, რომ მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა ექიმს, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს. ოჯახის ექიმი აიღებს 2.000 ევროს, განურჩევლად იმისა ეყოლება 2 პაციენტი თუ 2.000, ხოლო სხვა სამედიცინო პერსონალი თანხას პაციენტთა რაოდენობის მიხედვით აიღებს.

onalem

ტესტ