fbpx
საბერძნეთი

იძულებითი დაშვება საბერძნეთის აეროპორტში: თვითმფრინავის ბორტზე ქალი გარდაიცვალა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა, რომელიც რეისს კუნძულ კრეტადან ჰოლანდიის მიმართულებით ასრულებდა, იძულებითი დაშვება განახორციელა.

როგორც ირკვევა, ბორტზე მყოფმა 71 წლის ქალბატონმა თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ვინაიდან ეკიპაჟმა და სხვა მგზავრებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს, პილოტმა ითხოვა, რომ თესალონიკში, “მაკედონიის” აეროპორტში დაშვების უფლება მიეცათ.

ცხადია, თვითმფრინავს ნებართვა მისცეს და პილოტმა ხომალდი დაახლოებით 12:30 საათზე დასვა.

სამწუხაროდ, ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. ქალბატონი ჰოლანდიის მოქალაქეა და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.

onalem

ტესტ