fbpx
საბერძნეთი

ირაკლიო: სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მიიყვანეს, მან კი დანა ამოიღო და ექიმებს ემუქრებოდა

როგორც ცნობილია, მამაკაცი ასფალტზე დაგდებული იპოვეს და ამის გამო გადაიყვანეს ვენიზელოს საავადმყოფოში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის ავად არ იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ირაკლიოში, იონიას გამზირზე მოხდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი უცხოელი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მიიყვანეს, რადგან ის გარეთ, ასფალტზე ეგდო.

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის დახმარებას ცდილობდნენ, მან უეცრად დანა ამოიღო და მუქარა დაუწყო. ის ექიმებისა და ექთნების მიმართულებით იქნევდა ცივ იარაღს.

ცხადია, ადგილზე პოლიცია მობილიზდა და დანა ჩამოართვეს, თუმცა პალატაში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩა.

onalem

ტესტ