fbpx
საბერძნეთი

“ჩემი თეატრიდან მოშორება უნდოდათ, მაგრამ ხალხის გულებიდან ჩემი წაშლა ვერ მოახერხეს” – პეტროს ფილიპიდის

დღეს ათენის სასამართლოში პეტროს ფილიპიდიმ საკუთარ ბრალდებებზე ისაუბრა. მსახიობის თქმით, შოკურ მდგომარეობაშია იმ ფაქტით, რომ გაუპატიურებას ედავებიან და აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა მოძალადე.

“ყველამ იცის, ვარ თუ არა მოძალადე. და ძალიან კარგად იციან, რომ არ ვარ. ზუსტად ეს მკლავს. როგორ ადვილად მდებენ ბრალს გაუპატიურებაში. ვიცი, თავიანთ საქმეს იკეთებენ. მაგრამ მე ჩემს ცხოვრებას ვიცავ, რომელიც უკვე ბეწვზე ჰკიდია. აღარასოდეს ვიმუშავებ ამ სფეროში.

ის რაც მომჩივნებს უნდოდათ, ჩემი თეატრიდან მოშორება იყო. რაც არ გამოუვიდათ ის არის, რომ ვერ შეძლეს ხალხის გულებიდან წავეშალე. ნამდვილად არ ვიყავი ერთგული, მაგრამ არავისზე მიძალადია. როგორ დავამტკიცო, რომ 15 წლის წინ მათი მტკიცებით მომხდარი რაღაც სინამდვილეში არ მომხდარა?!” განაცხადა ფილიპიდიმ.

მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ამ ყველაფრით განადგურებულია და ისეთ ფინანსურ მდგომარეობაში არიან, რომ საკვებიც კი არ აქვთ. მეორეს მხრივ, მომჩივანი ქალები აცხადებენ, რომ არ ნანობენ მის წინააღმდეგ საჩივრების შეტანას.

onalem

ტესტ