fbpx
საბერძნეთი

მკაცრი კონტროლი საბერძნეთში: ცნობილი კომპანიები და ბიზნესები სახელმწიფოს მილიონობით ევროს უმალავდნენ

ოქტომბრის თვეში საჯარო შემოსავლების დამოუკიდებელმა ორგანომ შემოწმებები ჩაატარა ფართო მასშტაბით და აღმოჩნდა, რომ ცნობილი ბერძნული კომპანიები და სხვადასხვა ბიზნესები სახელმწიფოს მილიონობით ევროს უმალავდნენ, წლების მანძილზე.

ყველაზე მასშტაბური დარღვევები შემდეგია:

სატელევიზიო გადაცემების მწარმოებელი კომპანია ოთხი წლის მანძილზე თაღლითობდა და სახელმწიფოს დაუმალა ჯამში 3,9 მილიონი ევრო, ახლა კი, ვალდებულია, რომ ჯარიმის სახით 2 მილიონი ევრო გადაუხადოს.

სწრაფი კვების ობიექტმა ჯამში სახელმწიფოსგან მიითვისა 184,000 ევრო, ქვითრების არ გაცემის გამო და ასევე 25,000 ევრო, ეს ყველაფერი კი ხელმძღვანელს დალუქვის ფასად დაუჯდა.

ათენის ცნობილმა ღამის კლუბმა სახელმწიფოს დაუმალა ნახევარ მილიონ ევრომდე თანხა, რის გამოთ ათასობით ევროთი დაჯარიმდა.

სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა ასევე სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრების და საცალო მაღაზიების შემოსავლებში, რომლებსაც ასევე ასიათასობით ევრო აქვთ მითვისებული, გადასახადების გადაუხდელობის გზით.

ΑΑΔΕ აქტიურ კონტროლს აგრძელებს, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი ბიზნესი შეიძლება დაჯარიმდეს და დაიკეტოს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

onalem

ტესტ