fbpx
საბერძნეთი

დახმარება 250 ევროს ოდენობით უმუშევრებს საბერძნეთში – განაცხადის შესავსებად პლატფორმა გაიხსნა

გადაუდებელი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადის შევსებისთვის საბერძნეთში პლატფორმა გაიხსნა. 250 ევროს მიიღებენ ბენეფიციარები, რომლებიც დაფიქსირებულნი არიან OAED-ში 12-დან 24 თვის მანძილზე, როგორც უმუშევრები, ანუ საუბარია გრძელი ვადით უმუშევარ პირებზე.

პლატფორმა გაიხსნა, თუმცა, იმის მიხედვით, თუ რა ნომერზე მთავრდება მათი ΑΦΜ, ბენეფიციარები შესაბამისად, ეტაპობრივად შეძლებენ განაცხადების გაკეთებას.

პირველი კრიტერიუმი, რომელსაც ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ, არის: დაფიქსირებულნი იყვნენ ΟΑΕΔ-ში უმუშევრებად მინიმუმ 12 თვის მანძილზე.

ასევე, ისინი არ უნდა იღებდნენ სხვა სახის დახმარებას.

განაცხადი ივსება Taxisnet-ის სისტემის საშუალებით და აუცილებელია საბანკო ანგარიშის მითითება, რომელზეც თანხას მიიღებთ.

ინფორმაციისთვის, აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს 250 ევროს მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ბუღალტერს, თუკი ფიქსირდებით 12 თვეზე მეტი ხნის მანძილზე, როგორც უმუშევარი.

onalem

ტესტ