fbpx
საბერძნეთი

ათენი: დაკეტილია მეტროსადგურები “პანეპისტიმიუ” და “მონასტირაკი” – აქციები 12:00 საათიდან

შეგახსენებთ, რომ დღეს საბერძნეთის ქალაქებში მოსალოდნელია აქციები ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მდგომარეობაა გამოცხადებული ათენში, სადაც დაკეტილია ორი მეტროსადგური.

09:00 საათის შემდეგ დაკეტილია “პანეპისტიმიუ”, ხოლო 11:00 საათის შემდეგ “მონასტირაკის” სადგური, ორივე მათგანში მატარებლები ჩაივლიან გაჩერების გარეშე, შესაბამისად, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ სადგურებით სარგებლობა არ არის შესაძლებელი.

დაგეგმილია საპროტესტო აქციები, რომლებიც იწყება 12:00 საათიდან და საღამომდე გაგრძელდება, შესაბამისად, პოლიციის მიერ ეტაპობრივად გაიცემა ბრძანებები, თუ რომელი გზები უნდა გადაიკეტოს აქციების მსხვლელობისთვის.

ათენში მობილიზებულები არიან ოფიცრები პოლიციის ყველა დანაყოფიდან, ექსარხიაში დგანან წყლის ჭავლის მანქანები.

onalem

ტესტ