fbpx
საბერძნეთი

ვის ეკუთვნის ხელფასის გაზრდა 10%-დან 30%-მდე საბერძნეთში 2024 წლის იანვრიდან

საბერძნეთის შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წლის იანვრიდან ხელფასები იმატებს კონკრეტული დასაქმებულებისთვის. საუბარია მინიმუმ 3 წლიან სტაჟზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ რამდენი ევროთი გაიზრდება ხელფასი.

კერძოდ, დასაქმებულებს, რომელთაც აქვთ 2012 წლამდე მუშაობის სტაჟი 3 წელი მინიმუმ, მიიღებენ 10%-იან ზრდას ხელფასზე, თუ აქვთ 6 წლიანი (ანუ ორჯერ სამი წელი) მიიღებენ შესაბამისად, 20%-იან ზრდას, ხოლო ვისაც აქვს 9 წლიანი სტაჟი 2012 წლამდე, მიიღებენ 30%-იან ზრდას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ოფიციალურად გატარებული სისტემაში და ჩანდეს ნამუშევარი ენსიმების/ერგოსიმოების რაოდენობა.

შეგიძლიათ მიმართოთ ბუღალტერს, თქვენი კონკრეტული მდგომარეობის მიხედვით, იმის გასარკვევად, გაქვ თუ არა უფლება მიიღოთ გაზრდილი ხელფასი 2024 წლიდან.

onalem

ტესტ