fbpx
საბერძნეთი

აფრიკული სიცხის ტალღა საბერძნეთში დეკემბრის თვეში – ხუთშაბათს 24 გრადუსი დაფიქსირდება

ბერძენი მეტეოროლოგები საუბრობენ აფრიკული სიცხის ტალღაზე, რომელიც საბერძნეთში ხვალიდან არის მოსალოდნელი და ხუთშაბათის ჩათვლით სეზონისთვის დამახასიათებელთან შედარებით საკმაოდ მაღალი ტემპერატურა გვექნება. საბერძნეთში ცხელი ჰაერის მასები მაროკოდან შემოიჭრება და გამოიწვევს ტემპერატურის მატებას ისე, რომ სეზონისთვის შესაფერიზე 10 გრადუსით მეტი იქნება.

დეკემბრის თვეში 20 გრადუსი ნამდვილად არ არის ბუნებრივი ტემპერატურა, რამდენად თბილიც უნდა იყოს, ზოგადად, საბერძნეთის კლიმატი. ‘

როგორც მეტეოროლოგი გიორგოს ცატრაფილიასი წერს, ცხელი ჰაერის მასები მაროკოდან წამოვა, გადაკვეთს ალჟირს, ლიბიას, ტუნისს და უახლოეს პერიოდში საბერძნეთში მოახლოვების შედეგად გამოიწვევს ტემპერატურის უჩვეულო მატებას. როგორც ჩანს, დეკემბრის სიცხე პიკს ხუთშაბათს მიაღწევს და კრეტაზე 24 გრადუსამდეც კი დაფიქსირდება.

იხილეთ ზოგადი პროგნოზი რეგიონების მიხედვით:

onalem

ტესტ