fbpx
საბერძნეთი

დღეს და ხვალ 17-დან 20 გრადუსამდე საბერძნეთში, შაბათიდან კი, თოვლი და ტემპერატურის ვარდნა

მეტეოროლოგ კლეარხოს მარუსაკის ინფორმაციით, დღეიდან პარასკევის ჩათვლით საბერძნეთში საგაზაფხულო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერი 17-დან 20 გრადუსამდე გათბება. მიმდინარე კვირაში როგორც ჩანს, კონტრასტული პირობები გვაქვს და საგაზაფხულო ამინდს სწრაფად ცვლის ზამთრის სუსხი, სულ რამდენიმე დღის შუალედით.

არსებული ცნობებით, დღეიდან პარასკევამდე თბილი ამინდი იქნება და ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, მარუსაკის პროგნოზის მიხედვით, კვლავ ზამთრის სუსხი და თოვლი გველის შაბათიდან, როცა ჰაერის ტემპერატურა კლებას დაიწყებს.

თოვა მოსალოდნელია არა მხოლოდ ჩრდილოეთით მთიან რეგიონებში, არამედ დაბლობებზეც კი. ამ დროისთვის არსებული პროგნოზი აჩვენებს, რომ არ გამორიცხავენ თოვლს არც დიდ ქალაქებში, მაგალითად: თესალონიკში და ჩრდილო-აღმოსავლეთით ეგეოსის კუნძულებზე.

შაბათ-კვირისთვის ტემპერატურის კლება საკმაოდ საგრძნობი იქნება და ცივი ჰაერის მასები მთლიანად გაბატონდება ცენტრალურ ევროპაში.

onalem

ტესტ