fbpx
საბერძნეთი

დღეს 4.000 პოლიციელი ათენის ცენტრში, ვერტმფრენი და დრონები – საგანგებო მდგომარეობა დედაქალაქში

დღეს, 6 დეკემბერს, ალესანდროს გრიგოროპულოს მკვლელობიდან 15 წელი გავიდა… რომ არა პოლიციელის ტყვია, ბიჭი ახლა 30 წლის გახდებოდა. 15 წლის მანძილზე არ ყოფილა არცერთი 6 დეკემბერი, ეპიზოდებისა და აქციების გარეშე, შესაბამისად, წელსაც ასეა მოსალოდნელი.

როგორც უკვე ცნობილია, დღეს ათენის ცენტრში მობილიზდება 4.000 პოლიციელი, რათა ვითარება გაკონტროლდეს, ამავე დროს, იფრენს პოლიციის ვერტმფრენი და დრონები, რომლებიც ზუსტ სურათს გადასცემენ ქალაქის ცენტრიდან მთავარ შტაბს.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ოფიცრები იქნებიან განთავსებულნი ექსარხიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, დღის მანძილზე დაფიქსირდება ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა.

პოლიცია გასცემს შესაბამის ბრძანებებს, გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით, იმის მიხედვით, თუ სად გახდება ეს საჭირო.

მოსალოდნელია, რომ საპროტესტო აქციები დაიწყოს 12:00 საათიდან.

onalem

ტესტ