fbpx
საბერძნეთი

მოხუცების მომვლელი სერიული მკვლელი – ქალი აცხადებს, რომ მკვლელობები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო

როდოსიდან გავრცელებულმა ამბავმა არა მხოლოდ კუნძულის, არამედ მთელი ბერძნული საზოგადოება შეძრა. დამხმარე ქალი, რომელიც მოხუცებს უვლიდა, საბოლოოდ სერიული მკვლელი აღმოჩნდა, რომელმაც დანაშაულების ჩადენა ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაიწყო. პოლიცია ავრცელებს მის ფოტოსაც, თუმცა, არცერთი მედიასაშუალება არ აღნიშნავს საიდან არის ქალი.

მისი ჩვენებების მიხედვით, არა მხოლოდ სამი, არამედ საერთო ჯამში ოთხი მოხუცი მოკლა და ცალ-ცალკე აღწერა თითოეული დანაშაულის ჩადენის გარემოებები. როგორც ამბობს, 10 წლის წინ მოკლა 63 წლის ქალი, წნევის გადაჭარბებული რაოდენობის აბებით. მისი მეორე მსხვერპლი გახდა 86 წლის ქალი, რომელსაც თვეში 650 ევროს ოდენობის ხელფასის სანაცვლოდ უვლიდა, შემდეგ მოკლა 70 წლის ქალი, რომელიც დემენციით იყო დაავადებული, ხოლო ბოლოს 75 წლის მოხუცი იმსხვერპლა, რადგან “დაძინების საშუალებას არ აძლევდა.”

გამოძიების ინფორმაციით, ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი იყო მოთავსებული ლეროსზე, მისი ადვოკატი კი, აცხადებს: “არავის შეუძლია თქვას, მისი ქმედებების რეალური მიზეზი.”

ყველაზე შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ წარსულში დამხმარე ქალმა საკუთარი შვილის მოკვლაც სცადა.

onalem

ტესტ