fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით 60-მდე ახალგაზრდას სერთიფიცირებული ტრენინგები ჩაუტარდა

საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მოწვევით, CASE-ის დირექტორმა, ლაშა პატარაიამ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისთვის ჩაატარა მასტერკლასები სიცრუის თეორიაზე, კიბერ უსაფრთხოებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, რაც კურსი უნიკალური შესაძლებლობაა ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ მიიღონ ცოდნა, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს, შეიძინონ ფასეული კონტაქტები და მიიღონ სერტიფიკატი.

მოწვეული ტრენერი, ლაშა პატარაია, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი კიბერ უსაფრთხოების საკითხებში, კიბერ დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ექსპერტი, სპიკერი და ტრენერი გახლავთ.

ეს კურსი უნიკალური შესაძლებლობა იყო ქართველი ახალგაზრდებისთვის, მიეღოთ ცოდნა ინსაიდერებისაგან თემებზე, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი, დაეუფლონ პროფესიულ უნარებს, შეიძინონ ფასეული კონტაქტები და მიიღონ სერტიფიკატი.

ძირითადი საკითები:
– სხეულის ენა
– მიკროექსპრესიები
– თვითბრენდინგი
– ფსიქოლოგიური მანიპულაციები
– საჯარო გამოსვლები
– წარმატებული მოლაპარაკებები
– კომპიუტერული სიმულაციები
– კიბერ უსაფრათხოება
– ჰაკინგი.

ახალგაზრდა ელჩი გამოდის ინიციატივებით, რომლებიც სარგებლის მომტანია ქართველი ახალგაზრდებისთვის საბერძნეთში და იძლევა სხვადასხვა უნარების შეძენის შესაძლებლობებს, რომელთა გამოყენებასაც პრაქტიკაშიც შეძლებენ.

onalem

ტესტ