fbpx
კრიმინალი

შოკი საბერძნეთში: დამხმარე ქალმა მოკლა მოხუცი, რომელსაც უვლიდა და შემდეგ კიდევ ორი მოხუცის მკვლელობა აღიარა

საბერძნეთში, კერძოდ, როდოსზე მომხდარმა შემთხვევამ საზოგადოება შეძრა. როგორც ცნობილი გახდა, დამხმარე ქალმა, რომლის ასაკიც დაახლოებით 45 წელია, საკუთარი ხელით მოკლა მოხუცი, რომელსაც უვლიდა. შემდეგ პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ მოკლა, რადგან დაძინების საშუალებას არ აძლევდა.

ყველაზე შოკისმომგვრელია ფაქტი, რომ დამხმარე ქალმა მოგვიანებით აღიარა კიდევ ორი ადამიანის მკვლელობა გასულ წლებში და ერთი მკვლელობის მცდელობა.

კერძოდ, მან 2012 წელს მოკლა მოხუცი ქალი, რომელსაც უვლიდა და შაქარი ჰქონდა. მას მუდმივად აძლევდა თაფლსა და ტკბილს, შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მისი ჩვენების მიხედვით, 2021 წელს მოხუც მამაკაცს, რომელთანაც ასევე მომვლელად მუშაობდა, დიდი რაოდენობის წამლები მისცა და მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდა ამ ყველაფრისა, 45 წლის ქალმა ქამრით საკუთარი შვილის დახრჩობაც სცადა, თუმცა, ბავშვი გადარჩა.

გამოძიების ინფორმაციით, ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის სტრუქტურაშიც იყო მოთავსებული, პრობლემასთან გასამკლავებლად. მას სამი მკვლელობისა და მკვლელობის ერთი მცდელობისთვის მძიმე სასჯელი ელის.

მისი ეროვნების შესახებ მედია არაფერს წერს.

onalem

ტესტ