fbpx
კრიმინალი

ათენი: არსებობს კიდევ მინიმუმ 7 გოგონა, რომელთაც ბერძენი პოლიციელი, ფაქტობრივად, “ყიდდა”

როგორც უკვე ცნობილია, ილიუპოლში ბერძენი პოლიციელი 19 წლის გოგონაზე ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. ახლა კი ირკვევა, რომ ეს გოგონა, რომელიც მას ხელიდან დაუსხლტა, ერთადერთი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს კიდევ მინიმუმ 7 ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აღნიშნული ოფიცერი, ფაქტობრივად, “ყიდდა”. მათ ვიზიტებს უნიშნავდა დღეში 4-5 მამაკაცთან და აიძულებდა პროსტიტუციით ყოფილიყვნენ დაკავებული.

გარდა ამისა, ის 19 წლის გოგონას ემუქრებოდა და ამ გზით აიძულა, ერთ-ერთ კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაეფორმებინა. ამ ყველაფრის მიზანი კი, პორნოგრაფიული სახის ვიდეობში მონაწილეობა იყო. ცხადია, თანხას, რომელსაც გოგონას გადაუხდიდნენ, თავად აიღებდა.

დადგენილია, რომ პოლიციელს კონტაქტები ჰქონდა ერთ-ერთ პირთან, რომელიც წარსულში   დაკავებული იყო მძიმე დანაშაულებისთვის, როგორც კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერი.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ამ საქმეში გარეულები არიან სხვა ოფიცრებიც.

 

onalem

ტესტ