fbpx
საბერძნეთი

“არა” ახალ კარანტინს! ყველამ აიღოს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა – საბერძნეთის მთავრობის სპიკერი

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ დღეს ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ეთერში ისაუბრა.

პელონიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ ემხრობა პროფესორ ნიკოს სიფსას სიტყვებს, რომელიც ამბობს: “ან ვაქცინას გავიკეთებთ, ან დავინფიცირდებით.”

“ახლა პანდემიის ისეთ კრიზისულ მომენტში ვიმყოფებით, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ხსნაა, საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად. ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. 

ვიმედოვნებთ, რომ ზაფხულის ბოლომდე მოსახლეობის 70% აიცრება. რაც შეეხება ახალ კარანტინს, მთავრობის გეგმაში არ შედის ჰორიზონტალური ჩაკეტვა.”

პელონიმ უპასუხა კითხვას, რომელიც ვაქცინაციის ვალდებულების სხვა სფეროებზე გავრცელებას უკავშირდება და აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება პანდემია და თითოეული მითითება იქნება ძალიან სპეფიციკური.

“ცხადია ვაქცინირებულებს ექნებათ მეტი თავისუფლება და ეს ყველაფერი ძალაში შედის უკვე 16 ივლისიდან. დახურული სივრცეები გაიხსნება და იმუშავებს ექსკლუზიურად მათთვის,” დასძინა სპიკერმა.

 

onalem

ტესტ