fbpx
საბერძნეთი

ზოგრაფუზე ჟურნალისტ იოანა კოლოვუს ბინიდან გამოსახლება სცადეს – საპროტესტო აქციები და ალექსის ციპრა ჟურნალისტის გვერდით

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ჟურნალისტ იოანა კოლოვუს საკუთარი ბინიდან იძულებით გამოსახლება სცადეს.

კოლოვუს თქმით, 05:30 საათზე მის სახლთან სასამართლოს აღმასრულებელი მივიდა, პოლიციასთან ერთად და სახლის კარის გაღება მოსთხოვა, თავდაპირველად, ჟურნალისტმა მათ კარი არ გაუღო და შედეგად გამოიძახეს სპეციალისტი, რათა კარი ელექტრო ხერხით გაეღო.

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს აქვს ვალი 15.000 ევროს ოდენობით, მაგრამ მისი მტკიცებით, ეს არ ყოფილა იპოთეკური სესხი და არც არავინ დაკავშირებია აქამდე, რომ რაიმე დავალიანება გადაეხადა.

ჟურნალისტის გამოსახლების გამო ათენის ქუჩებში უამრავი ადამიანი გამოვიდა, მის მხარდასაჭერად. რიგითი მოქალაქეების გარდა, აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის ალექსის ციპრა, რომელმაც მხარი დაუჭირა კოლოვუს და დღეს მას სახლშიც ეწვია.

როგორც ცნობილი გახდა, საჯარო პროტესტის შედეგად მისი გამოსახლების პროცესი დროებით შეჩერდა.

onalem

ტესტ