fbpx
საბერძნეთი

ყველა სასტუმრო სრულად დაჯავშნილია, პორტებში კი, ხალხის სიჭარბეა – 7 საკარნავალო მიმართულება საბერძნეთში

საბერძნეთში საკარნავალო განწყობამ მწვერვალს მიაღწია და ამას ადასტურებს მოძრაობა, რომელიც პორტებში და ΚΤΕΛ-ის სადგურებში შეინიშნება. ამას გარდა, როგორც მედია იუწყება, ყველაზე პოპულარულ საკარნავალო მიმართულებებზე სასტუმროები სრულად არის დაჯავშნილი.

სად მიდიან ბერძნები?!

კარნავალთან დაკავშირებით პირველი ყოველთვის პატრა გვახსენდება, რომელიც ამ პერიოდის ყველაზე პოპულარული ქალაქია, თავისი გრანდიოზული მზადებით.

ბერძნები არჩევანს აჩერებენ ასევე ნაუსაზე, სასტუმროები სრულად არის დაჯავშნილი კალავრიტაში, დიდი მოთხოვნა ფიქსირდება კალამატაში, არკადიაში, ქსანთიში, კასტორიაში, კოზანში.

ორშაბათის ჩათვლით, საგზაო პოლიცია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილებისა და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

“სუფთა ორშაბათი”, 27 თებერვალი, საბერძნეთში ოფიციალური უქმე დღეა.

onalem

ტესტ