fbpx
საბერძნეთი

ბერძენი პილოტი, რომელმაც ხომალდი 35 წუთით ადრე დასვა ხმელეთზე: “ეს ზღაპრებშიც არ ხდება”

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ასრულებდა რეისს, სანტორინი-ათენი, მგზავრები სავარძლებში ჯერ კიდევ კარგად იყვნენ მოკალათებულნი და არ ელოდებოდნენ, რომ დანიშნულების ადგილას სულ რამდენიმე წუთში დაეშვებოდნენ, მაგრამ მათი განწყობა პილოტმა სრულიად შეცვალა. გავრცელებული ვიდეო სწრაფად გახდა პოპულარული – ბერძენი პილოტი საკუთარი შედეგით ამაყობს და ამას თავის მგზავრებსაც უზიარებს.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავი, არც მეტი, არც ნაკლები, 35 წუთით ადრე დასვა ხმელეთზე, რაც რეალურად იმ მანძილის დაფარვის კუთხით, რაც სანტორინიდან ათენამდეა, ნამდვილად გასაოცარია. პილოტი ვიდეოში თავადვე ამბობს: “35 წუთით ადრე დავჯდებით, ეს ზღაპრებშიც არ ხდება, მაგრამ ჩვენ რეალობად ვაქციეთ”.

მგზავრები აღფრთოვანდნენ მისი უშუალობით, რადგან პილოტები უმეტესად მხოლოდ ფორმალური განცხადებებით გამოდიან, კონკრეტულად ეს პილოტი კი, სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო:

 

 

@nikolaoskardarasΟ Θεούλης ο πιλότος το βίντεο τραβηγμένο από εμένα γυρνώντας σήμερα το βράδυ από την Σαντορίνη και τα χιλιόμετρα πραγματικά εωσότου να χαθεί το σήμα από το δορυφόρο

♬ πρωτότυπος ήχος – Nikolaos Kardaras

onalem

ტესტ