fbpx
საბერძნეთი

“გათბობის შემწეობა” საბერძნეთში ოჯახებს 100-დან 800 ევრომდე – პლატფორმა განაცხადებისთვის ღიაა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სახელმწიფოსგან “გათბობის შემწეობის” მისაღებად პლატფორმა ღიაა და აქტიურ რეჟიმში მუშაობს განაცხადების მისაღებად. როგორც ირკვევა, თანხას დაახლოებით 1 მილიონამდე ბენეფიციარი მიიღებს, სისტემა 8 დეკემბრამდე იქნება ღია, ხოლო თანხები ჩაირიცხება 22 დეკემრამდე.

თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელიც ოჯახმა შეიძლება მიიღოს, არის 100 ევრო და შესაძლოა გაიზარდოს 800 ევრომდე, იმის მიხედვით, თუ რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. დახმარება შეიძლება გაიზარდოს 1.000 ევრომდეც რიგ შემთხვევებში.

განაცხადების შევსება შეგიძლიათ შემდეგ პლატფორმაზე: https://www1.aade.gr/gsisapps5/myThermansi/#!/home

შემოსავალი, რომელსაც არ უნდა ვაჭარბებდეთ წლიურად, რათა თანხა ვიღოთ, არის:

16.000 ევრო ერთ სულზე (რომელიც არ არის დაოჯახებული და არც შვილი ჰყავს)
24.000 ევრო დაქორწინებულ წყვილზე
შემოსავლის ლიმიტი იზრდება 2.000 ევროთი თითო ბავშვზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ თვითდასაქმებულების შემოსავლის მაქსიმუმი ისაზღვრება 8.000 ევროთი, რათა ისარგებლონ აღნიშნული დახმარებით.

onalem

ტესტ