fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთში 1.000.000 დაკეტილი სახლი უნდა “გაიხსნას” – ქირის შემცირების მიზნით მთავრობა ზომებს იღებს

როგორც ცნობილია, საბერძნეთის მთავრობა იღებს კონკრეტულ ზომებს, რომლებიც მიმართულია საბერძნეთში საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებასა და ქირის ფასების შემცირებაზე. თუკი პლატფრომას გადავხედავთ, ნათლად ვნახავთ, რომ ბინის ქირაობა იმდენად ძვირია, რომ ბევრი ოჯახი დგება დილების წინაშე, როგორ გაანაწილოს საკუთარი შემოსავლები ისე, რომ ყველა აუცილებელ ხარჯს გასწვდეს მაშინ, როცა მინიმალური და საშუალო ხელფასები სწორედ მხოლოდ პირველადი აუცილებელი ხარჯების დასაფარად კმარა.

“საცხოვრებლის პრობლემა ის ძალიან სერიოზული საკითხია, რომლის მოგვარებასაც კონკრეტული ზომები და მიდგომა სჭირდება. უკვე 1 წელია, რაც მთავრობა მუშაობს ამ გეგმის შესადგენად. იგეგმება, რომ საბერძნეთში 1.000.000-მდე დაკეტილი სახლი “გაიხსნას” და გამოვიდეს ბაზარზე, რათა მათი რაოდენობა გაიზარდოს და დეფიციტი აღარ დაფიქსირდეს. 

მთავრობამ გამოყო 2,2 მილიარდი ევრო, რათა უპირველე ყოვლისა ბაზარზე გამოვიდეს მილიონამდე სახლი, რომლებიც მეპატრონეებს დაკეტილი აქვთ, მოხდება მათი წახალისება სხვადასხვა გზით, რათა გამოიტანონ თავიანთი ქონება ბაზარზე და ხელმისაწვდომ ფასში გააქირავონ წყვილებისთვის, გრძელი ვადით.

ამას გარდა, მოსალოდნელია დაწესდეს შეზღუდვები Airbnb-ზე, რაც დაეხმარება ქირის ფასის შემცირების პროცესს. ვვარაუდობთ, რომ ზომების განხორციელების ფარგლებში თავდაპირველად 100.000 სახლი იქნება “თავისუფალი” დაქირავებისთვის,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ