fbpx
საბერძნეთი

“ჩემი შვილის ნაწილი ამ ქალის სხეულში ცოცხლობს, გუშინ ვიტიროდი, დღეს კი, ვიღიმი” – 21 წლის ემას მშობლების შეხვედრა ქალთან, რომელსაც მისი თირკმელი გადაუნერგეს

საზოგადოებას ახსოვს 21 წლის ემა, გოგონა, რომელიც ავტოავარიას ემსხვერპლა და მისმა მშობლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, გაეცათ ემას ორგანოები იმ ადამიანებზე, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ. დღეს, როცა ემას საქმეზე სასამართლო პროცესი შედგა, ქ-ნ მარულა ხორაფა მათთან შესახვედრად მივიდა.

ქ-ნ ხორაფა 10 წელი ელოდა თირკმლის დონორს და იმ დღემდე, ვიდრე აცნობებდნენ, რომ 21 წლის გოგონა გარდაიცვალა და მის თირკმელს გადაუნერგავდნენ, დიალიზის პროცედურებს იტარებდა.

ემას მშობლებისა და მარულა ხორაფას შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და გარდაცვლილი გოგონას დედამ თქვა:

“ამ ქალბატონში ჩემი ემას ნაწილი ცოცხლობს, გუშინ ვტიროდი, დღეს კი, ვიღიმი.” თავის მხრივ, ქ-ნ მარულამ ბევრი საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისთვის ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია.

onalem

ტესტ