fbpx
საბერძნეთი

გამოძიება კადრების გამო, რომელშიც ჩანს, რომ “წითელი ჯვრის” საავადმყოფოში პერსონალი ცეკვავს, გვერდით კი, პაციენტი საკაცით გადაჰყავთ

“წითელი ჯვრის” საავადმყოფოდან გავრცელებულმა კადრებმა სკანდალი გამოიწვია და დაიწყო ადმინისტრაციული გამოძიება საავადმყოფოს ხელმძღვანელის მიმართ.

კადრებზე ჩანს, რომ პერსონალი საავადმყოფოს სივრცეში ცეკვავს და როგორც ირკვევა, შობას აღნიშნავს, ხოლო პარალელურად, ამავე სივრცეში საკაცის საშუალებით გადაჰყავთ პაციენტი. ვიდეომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და მიხალის ხრისოხოიდიმ მოითხოვა, მოხდეს დაუყოვნებლივი გამოძიება.

მეორეს მხრივ, ტელეკომპანია Open-ის საშუალებით კომენტარი გააკეთა მატინა პაგონიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ყოველწლიურად ხდება აღნიშნულ საავადმყოფოში და ეს სივრცე არ არის გადაუდებელი დახმარების განყოფილება. ამას გარდა, საავადმყოფო იმ ღამეს არ იყო მორიგე.

რაც შეეხება, პაციენტს, რომელიც საკაცით გადაჰყავთ, პაგონი აღნიშნავს, რომ ეს უბრალოდ გაუგებრობა და დამთხვევა იყო, ვინაიდან წესითა და რიგით, ეს პაციენტი სრულიად სხვა მხრიდან უნდა გადაეყვანათ შესაბამის ადგილას და არა იმ დერეფნიდან.

“მიუღებელია, რომ ვსაუბრობთ უპატივცემულობასა და არაპროფესიონალიზმზე, როცა 18 წელია ამ საავადმყოფოს ვღელმძღვანელობ და ჩემი თანამშრომლები დაუღალავად დგანან პაციენტების გვერდით. ეს შობის აღნიშვნა იყო და პაციენტებსაც სურდათ, მათ შორის, საკაცეზე მყოფ ქალბატონს, რომ მონაწილეობა მიეღო აღნიშვნაში,” ამბობს თავად საავადმყოფოს ხელმძღვანელიც.

onalem

ტესტ