fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

დორა ზებერის მკვლელის დაკავების ამსახველი ვიდეო – საქმე გახსნილია

საბერძნეთის პოლიციამ დორა ზებერის საქმე გახსნა. 32 წლის გოგონა 25 ევროს გამო მოკლეს. მკვლელი 58 წლის მამაკაცია, რომელმაც მას ჩანთიდან 5 ევრო მოპარა, ხოლო მისი ტელეფონი 20 ევროდ ომონიის მოედანზე გაყიდა. სწორედ ტელეფონი იყო ის, რამაც, საბოლოოდ, დამნაშავე გასცა.

მკვლელი რიზუპოლიში დააკავეს. კამერებზე ასახულია მისი დაპატიმრების პროცესი. ის ხუთმა პოლიციელმა მარტივად აიყვანა, როცა გზაზე მიდიოდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მას შემდეგ, რაც მამაკაცმა დორა ზებერი გაძარცვა და მოკლა, მისი ტელეფონი არ გამორთო. მისი საშუალებით კი პოლიციამ დაადგინა, თუ სად იყო ტელეფონი გაყიდული, შემდეგ კი პოტენციური მკვლელის კვალზე გავიდნენ.

58 წლის მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკების მომხმარებელია, აღიარა, რომ ზებერი მოკლა და მისი ტელეფონი ომონიაზე გაყიდა.

”ის 25 ევროს გამო მოკლეს,” აცხადებს ზებერების ოჯახის ადვოკატი.

იხილეთ დაწვრილებით:

წყარო: http://www.protothema.gr/greece/article/729265/video-dokoumedo-kare-kare-i-sullipsi-tou-dolofonou-tis-doras/

onalem

ტესტ