fbpx
კატეგორიის გარეშე

გაფრთხილება ათენის საჯარო ტრანსპორტის ხელმძღვანელობისგან: თაღლითობა სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით

ΟΑΣΑ ავრცელებს გაფრთხილებას, რომლის მიხედვითაც, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყალბი გვერდის საშუალებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს წლიური სამგზავრო ბარათი 2 ევროდ გაიცემა.

საუბარი არ არის მხოლოდ ბარათზე, არამედ შიგნით ჩარიცხულ თანხაზე, რომელიც გათვალისწინებულია 12 თვეზე, რაც ცხადია, ფიზიკურად შეუძლებელია 2 ევრო ღირდეს.

აღნიშნული გვერდის საშუალებით თაღლითები ცდილობენ ადამიანებისგან პირადი ინფორმაციის მითვისებას და შესაბამისად, თანხების წართმევას.

ΟΑΣΑ მოუწოდებს მოსახლეობას სიფრთხილე გამოიჩინოს და არ მიჰყვეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მითითებებს, რომელთაც მსგავსი შინაარსი აქვთ.

onalem

ტესტ