fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! ხვალიდან ახალი ზომები საბერძნეთში – რა უნდა ვიცოდეთ?

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ახალი ზომების შესახებ გამოაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ზომები ხვალიდან, 4 მარტიდან შედის ძალაში და 16 მარტამდე იმოქმედებს.

კერძოდ, ხვალიდან ცვლილებები შედის გადაადგილებისთვის საჭირო კოდების გამოყენებასთან დაკავშირებით, საუბარია კოდებზე: 2,3 და 6.

კოდებით, 2 და 3, გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახლო ტერიტორიაზე ანუ საცხოვრებელ ბინასთან ახლოს. 2-ის გაგზავნისას შესაძლებელია სუპერმარკეტებში, საცხობებსა და სურსათის სხვა მაღაზიებში წასვლა, ასევე საცხოვრებელთან ახლოს. ხოლო 3 გულისხმობს საჯარო სამსახურებისა და ბანკების მიმართულებით გადაადგილებას.

რაც შეეხება კოდს 6, ამ კოდით შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ფეხით სიარული ანუ იმ შემთხვევაში, თუკი მანქანით გადაადგილდებით და გაგზავნილი გექნებათ 6, დაჯარიმდებით.

*გამონაკლისია ველოსიპედით გადაადგილება.

ასევე, კოდი 4-ის გაგზავნისას პოლიცია დასვამს გაცილებით მეტ კითხვას, ვიდრე აქამდე, ანუ საჭირო იქნება დაზუსტება, თუ რა სახის დახმარების აღმოსაჩენად მიდის ესა თუ ის ადამიანი სხვა მისამართზე.

გადაადგილება კვლავ იკრძალება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე, ატიკასა და თესალონიკშიც, ხოლო დანარჩენ მძიმე ეპიდმდგომარეობის მქონე რეგიონებში იკრძალება 19:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

 

 

onalem

ტესტ