fbpx
საბერძნეთი

1.000 ევრო უმუშევრებს, რომლებიც სასწავლო სემინარებს დაესწრებიან – განაცხადის გაკეთება ხვალამდეა შესაძლებელი

როგორც ბერძნული მედია იუწყება, უმუშევრებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ანაზღაურებადი სემინარების გავლით, განაცხადის გაკეთების საშუალება მხოლოდ ხვალამდე, 9 ნოემბრალდე აქვთ, შესაბამისად, უნდა იჩქარონ.

პროგრამა ხორციელდება აღდგენისა და მდგრადობის ეროვნული გეგმის, “Greece 2.0” ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით – NextGenerationEU და მიზნად ისახავს ტრენინგის დაკავშირებას შრომის ბაზრის საჭიროებებთან, უმუშევართა დასაქმების გაძლიერებას. სემინარები უზრუნველყოფს უფრო სწრაფ დასაქმებას და მათი რეინტეგრაციაც.

თითოეული მსურველი დაესწრება თეორიულ სასწავლო პროგრამას, რომლის საერთო ხანგრძლივობაა 200 საათამდე, ტრენინგის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები მიიღებენ მონაწილეობას დამოუკიდებელი ორგანოების მიერ ცოდნისა და უნარების სასერტიფიკაციო გამოცდებში და ვინც წარმატებას მიაღწევს, მიიღებს სრულ სასწავლო “შემწეობას”, რაც განისაზღვრება 1.000 ევრომდე (5 ევრო ტრენინგის საათში).

ვინც დააკმაყოფილებს მონაწილეობის პირობებს, დაემატება ბენეფიციარების რეესტრს და შეძლებენ შემოთავაზებული პროგრამების სიიდან აირჩიონ სასწავლო პროგრამა, რომელზედაც სურთ დასწრება.

ეწვიეთ ელექტრონულ პლატორმას, რომელიც ქვემოთ არის მოცემული:

https://www.gov.gr/ipiresies/ekpaideuse/katartise/eggraphe-sto-metroo

onalem

ტესტ